17/06/2022
14:05
პოლიტიკა
პოლიტიკოსი ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით თუ ევროკავშირის სტატუსს ვერ მივიღებთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება და კიდევ უფრო სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ აქაურ მდგომარეობაზე - ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა spacesnews - ის გადაცემაში - ,,სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან'' განაცხადა.
,,უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილების შემდეგ ან მართლა გვექნება თავში საცემი ან ვიმხიარულებთ. თუ არ მოგვცეს და მარტო დაგვტოვეს ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება და კიდევ უფრო სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ აქაურ მდგომარეობაზე. მემგონი მოგვცემენ, უბრალოდ შეიძლება რაღაც პირობები იყოს, განსხვავებები იყოს. მემგონი მოგვცემენ, უბრალოდ შეიძლება რაღაც პირობები იყოს, განსხვავებები იყოს, მაგრამ ადამიანურად ვერ ვახერხებ წარმოვიდგინო სიტუაცია სადაც შოლცი ან მაკრონი თავის ამომრჩეველს, გრძელვადიან პერსპექტივაში უხსნის, რატომ არ მოგვცეს ეს სტატუსი, რომელიც მათთვის არაფერს არ ნიშნავდა და ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.'' - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა
0
0