09/12/2024
17:15
სამართალი
"ეს არის შეფასებები, რომელიც რამდენად საფუძვლიანია, ეს ცალკე თემაა," - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი კახიანმა "დღის კურიერში" კითხვას იმის შესახებ, რომ მოქალაქეების თქმით, პოლიციამ საპროტესტო აქციების მონაწილეები ნიღბიანი თავდამსხმელებისგან არ დაიცვა.
მისივე შეფასებით, ცალკეულ გადაცდომებს თუ არ ჩავთვლით, პოლიციამ საკმაოდ მაღალი სტანდარტით იმუშავა.
"ეს არის შეფასებები, რომელიც რამდენად საფუძვლიანია, ეს ცალკე თემაა. ჩვენ რასაც ვუყურებთ, თუკი ვინმე პროფესიონალურად მოქმედებს აქციების პერიოდში, ესენი არიან სამართალდამცველი ორგანოები. საკმაოდ მძიმე პროცესები ვნახეთ სხვადასხვა თვალსაზრისთ, მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ როგორი თავდასხმა ხდებოდა პოლიციაზე, პარლამენტზე, როგორც ინსტიტუციაზე, პარლამენტში შეჭრის მცდელობები, პოლიციელების დაზიანების მცდელობები და ა.შ.
თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გადაცდომებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი, სისტემური თვალსაზრისით, პოლიცია მოქმედებდა საკმაოდ მაღალი სტანდარტით. სიმართლე გითხრათ, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეჭვი მეპარება, ასეთი მაღალი სტანდარტით იმოქმედოს, მაგალითად, რომელიმე ევროპული ქვეყნის პოლიციამ იმ სახელმწიფოების დედაქალაქებში, პარლამენტის შენობებზე მსგავსი თავდასხმების შემთხვევაში," - აცხადებს გიორგი კახიანი.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025