
„სხვათაშორის გიგა ყველაზე პრობლემატური იყო, რადგან ცოლი ვარ მისი" - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო “სივრცის” გადაცემაში - “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” სტუმრობისას განაცხადა:
„სხვათაშორის გიგა ყველაზე პრობლემატური იყო, რადგან ცოლი ვარ მისი, გიგა ძალიან პასუხისმგებლიანი, პატიოსანი ტიპია და თავისი თავის უკან გაწევის დიდოსტატი, ამიტომ პირიქით, მაზიანებს მისი ეს თვისება, რადგან ხშირად გაიგივებას ახდენს ჩემი თავის მასთან“ - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
კითხვაზე, თუ ვინ იქნება პარტიული პირველი ნომერი, ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ეს პრაიმერიზაციის გზით გადაწყდება:
„ეს პრაიმერიზაციით გადაწყდება, თორე ამაზეც არის. თუ, ჩვენმა მხარდამჭერებმა მოინდომეს, რომ მე ვიყო პირველი ნომერი კი, შესაძლებელია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგეთი სიაც იქნება. წესები ასეთია, ჩვენ თვითონ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მხარდამჭერებს ვინც მოუნდებათ იმ შემადგენლობით უნდა შევიდეთ პარლამენტში.“ - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
0
0