07/06/2023
10:37
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ენმ-ის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლების დამარცხების გასაღები მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, შეფასებები გრძელდება. მმართველ გუნდში განცხადებას სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ სატყუარად და შანტაჟად აფასებენ, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს ოპოზიციაზე შანტაჟს და პარტიების ნაწილი ამ შანტაჟს ექვემდებარება.
"რისი გასაღებიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ის საკეტი უკვე დიდი ხანია გამოვცვალეთ. სწორედ ამიტომ, წლებია უშედეგოდ ცდილობენ ხან პარლამენტის, ხან ცესკოს ღობეზე გადაძრომას. თუ ამ სატყუარას ოპოზიცია წამოეგება, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად შემდეგ არჩევნებში ისინიც დარჩებიან გარეთ. ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს მათზე შანტაჟს და პარტიების ნაწილი ამ შანტაჟს ექვემდებარება," - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
0
0