
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისი მილიტარისტული შეხედულებების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს.
ორბანმა აღნიშნა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის შემდეგ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა „სიტყვით გამოსვლისას მკვეთრი, მილიტარისტული პოლიტიკური განცხადებები წარმოთქვა“.
„სიტყვა „უკრაინა“ 35-ჯერ იყო ნახსენები და მუქარა გაჟღერდა, რომ, ნებისმიერ ადამიანს, ვინც უარს იტყვის ბრიუსელის ხაზის დაცვაზე, ევროკავშირისგან დაფინანსება შეუწყდება. წინა დღით, მემარჯვენე კონსერვატიულმა ფრაქციამ „ევროპის პატრიოტები“ რეაგირება მოახდინა ევროკომისიის ხელმძღვანელის გამოსვლაზე და მას უნდობლობა გამოუცხადეს. ფონ დერ ლაიენი უნდა წავიდეს. უზარმაზარი გამოწვევები, ცხარე დებატები - ცვლილებები მოდის, გვინდა ეს თუ არა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
Politico-ს ცნობით, ევროპარლამენტში, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა ფრაქცია ფონ დერ ლაიენისადმი უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მეორე კენჭისყრისთვის ემზადება. გაზეთი წერს, რომ ეს შესაძლოა ოქტომბერში მოხდეს. ივლისში კი, პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
0
0