
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ, მომავალი კვირის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება და ტემპერატურის კლება.
"12-დან 18 მაისის ჩათვლით, მთელ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. კვირის თითქმის პირველი ნახევრის განმავლობაში, იქნება წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, ტემპერატურის დაკლება...
შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დასავლეთ საქართველოში, ამ კვირის განმავლობაში, 16 მაისის ჩათვლით, დროგამოშვებით, მოსალოდნელია წვიმები. ცალკეულ რაიონში, შეიძლება, ზომიერზე მეტიც კი აღინიშნოს. დროგამოშვებით, ქარიც გაძლიერდება. 16 მაისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოსი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
კვირის პირველ ნახევარში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში ტემპერატურა დაიკლებს. კლება შენარჩუნდება 15 მაისის ჩათვლით. 15 მაისს უკვე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებშიც იკლებს ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით. ამ რაიონებისთვის პროცესი იქნება ძალიან რთული. 13, 14 და 16 მაისს, ღამის საათებში, შესაძლებელია, ზომიერზე მეტი წვიმა აღინიშნოს - ელჭექით, სეტყვით და დროგამოშვებით - ქარის გაძლიერებით. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის კახეთში, ეს პროცესი ჩამთავრდება 16 მაისის დღის საათებში, ცოტა გამოიდარებს, მაგრამ პროცესი დაბრუნდება - 17 მაისს ცივი ჰაერის მასები რჩება კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში და ეს იმოქმედებს კახეთის რეგიონსა და დედაქალაქზეც. 18 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან, შესაძლებელია დროებითი, ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით აღინიშნოს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.
15 მაისს ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც. ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი 13, 14 და 16 მაისის ღამეს. იქნება ელჭექი და, დროგამოშვებით, გაძლიერდება ქარი. ტემპერატურა 17-20 გრადუსამდე დაიკლებს. 17 მაისს, დღის საათებში, შესაძლებელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით, 20-22 გრადუსამდე მოიმატებს. 18 მაისს ტემპერატურის მეტად მატებას უნდა ველოდეთ, თუმცა ქარი შეიძლება გაძლიერდეს", - აცხადებს დოდო გვაზავა.
0
0