
გარემოს ეროვნული სააგენტო, დღეს, 10 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +20, +25°;
მთაში ღამით +13, +18°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +13, +18°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +10, +15°, ზოგან +19°.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19°, დღისით +27°.
0
0