
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშაიას განცხადებით, აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მიმართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას. ვიმსჯელეთ აკადემიურ საბჭოზე ჩვენი კოლეგის აკაკი ციქობავას საკითხთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახისა და ადვოკატის მომართვის შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა, მათ შორის მეც, ვუშუამდგომლებთ მას შესაბამის უწყებებთან და თავდებში დავუდგებით“, - განაცხადა სამუშიამ.
თსუ-ის ლექტორი აკაკი ჩიქობავა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს. მის მხარდასაჭერად სტუდენტების ნაწილმა აქციები დაიწყო და უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავა.
თსუ-მა სასწავლებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.
0
0