-share.jpg)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ნანა ბოლაშვილი ახალი ვადით დაამტკიცა თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორად.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ნანა ბოლაშვილი ახალი ვადით დაამტკიცა თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორად.
ნანა ბოლაშვილს გამოქვეყნებული აქვს ასამდე სამეცნიერო სტატია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი და ავტორ-შემდგენელი.
2000 წლიდან დღემდე, ის გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრია, ხოლო 2014 წლიდან გაეროს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების სერვისების სამთავრობოთაშორისი პლატფორმის (IPBES) ექსპერტი.
ამასთან, ნანა ბოლაშვილი საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტია და არის საერთაშორისო ჰიდროლოგიური ასოციაციისა და მრავალი საერთაშორისო პროექტის წევრი.
რაც შეეხება თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტს, მისი მიზანია ხელი შეუწყოს გეოგრაფიის დარგში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სამეცნიერო კადრების მომზადებას.
„თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარსტოლოგიისა და სპელეოლოგიის ლაბორატორიის თანამშრომელთა უშუალო მონაწილეობით აღმოჩენილი და შესწავლილი იქნა საქართველოს 1500-ზე მეტი მღვიმე და უფსკრული, მათ შორის ახალი ათონისა და წყალტუბოს (ყუმისთავის) ცნობილი მღვიმეები. კვლევის შედეგები კი დასახელებული მღვიმეების ტურისტული მიზნებისათვის კეთილმოწყობის პროექტების შედგენისას გაითვალისწინეს.
თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტირუტი ერთადერთი ორგანიზაციაა, სადაც მომზადდა და გამოიცა საქართველოს ეროვნული ატლასები (1964, 2012, 2018), საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა თამატიკის და მასშტაბის ციფრული რუკები; ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს რეგიონული ატლასების სერიის შედგენა.
2020 წლიდან მზადდება ინგლისურენოვანი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი. ინსტიტუტში მიმდინარეობს ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადება, ხორციელდება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტი“, - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0