
ძალადობრივ კადრებს როდესაც ვხედავ, გული მტკივა და თავისთავად თანავუგრძნობ მათ, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს სამართალი.
„აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, აქ მოვედი როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, თქვენ რაზეც მეკითხებით, მათ განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები. თვითონ მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარა ქართველი ახალგაზრდები. როგორც უკვე გითხარით აუცილებელია, ქვეყანაში იყოს სამართალი“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
0
0