
"ქართული" ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე. წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია - როგორც ე.წ.ქართული ოპოზიცია,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში წერს.
ანანიძის შეფასებით, აღნიშნული “უწყვეტი პროტესტი” ისეთივე უშინაარსო, ხელოვნური და გარედან მართულია, როგორც თავად ქართული ოპოზიცია.
“"ქართული" ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე. წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია - როგორც ე.წ.ქართული ოპოზიცია. სწორედ ასე მთავრდება ყველა ხელოვნური "წინააღმდეგობა", რომლსაც არც ფორმა აქვს, არც შინაარსი და რაც მთავარია, არც მიზანი, რამაც შესაბამის მდგომარეობაში ჩააგდო ოპოზიცია.”- წერს ანანიძე.
0
0