
ცილისწამებისთვის ამერიკელ ჟურნალისტს სასამართლოში ცოლ-ქმარი მაკრონები უჩივიან. სარჩელში ასევე მოყვანილია ოუენსის მიერ თავის პოდკასტში გაკეთებული განცხადებები, სადაც ნათქვამია, რომ „ქალბატონი მაკრონი და პრეზიდენტი მაკრონი სისხლით ნათესავები არიან და ინცესტს სჩადიან“ და რომ „პრეზიდენტი მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს CIA-ს მიერ მართული MKUltra პროექტის ან გონების კონტროლის მსგავსი პროგრამის ფარგლებში“.
MKUltra იყო ფარული, CIA-ს უკანონო პროგრამა, რომელიც ადამიანებზე ატარებდა ფართომასშტაბიან ექსპერიმენტებს გონების კონტროლის, დაკითხვის მეთოდებისა და ფსიქოლოგიური მანიპულირების შესასწავლად. სადაზვერვო სააგენტომ პროგრამა 1973 წელს დახურა.
სარჩელში მოყვანილ კიდევ ერთ განცხადებაში ოუენსი ციტირებულია, სადაც ნათქვამია, რომ მაკრონები „ჩადიან გაყალბებას, თაღლითობას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ამ საიდუმლოებების დასამალად“.
პოდკასტერ კენდის ოუენსს X-ზე გამოქვეყნებული აქვს შემდეგი პოსტიც: „ემანუელ მაკრონი დაქორწინდა მამაკაცზე, რაც უკანონო იყო იმ დროს, როდესაც მან ეს გააკეთა" [2007 წ. ხოლო ერთნაირსქესიანთა ქორწინება საფრანგეთში 2013 წელს დაკანონდა].
ოუენსმა ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონი ლატენტური გეია.
აშშ-ში ცილისწამების სასამართლო საქმეებში წარმატების მისაღწევად, ისეთმა საზოგადო მოღვაწეებმა, როგორიცაა მაკრონები ანდა ტრამპი, უნდა დაამტკიცონ, რომ ბრალდებულები „რეალურ ბოროტმოქმედებაში“ იყვნენ ჩართულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ იცოდნენ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია ყალბი იყო ან უგუნურად უგულებელყვეს ჭეშმარიტება.
მანამდე, ბრიჯიტ მაკრონმა საფრანგეთის ქვედა ინსტანციის სასამართლოში ვერ გაამტყუნებინა ორი ბლოგერი ქალი მასზე 'ჭორების' გავრცელებისთვის, რომ ტრანსგენდერია, ახლა ქვეყნის უმაღლეს სააპელაციოში ჩივის და ამასთან, ამერიკელ მემარჯვენე პოდკასტერს, კენდის ოუენსს გადაწვდა. ეს უკანსაკნელი ხშირად საჯაროდ ამბობს, რომ საფრანგეთის ამჟამინდელი პირველი ლედი ერთ დროს ბიოლოგიური მამაკაცი იყო.
0
0