
ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი - თბილისში, წუხელ მკვლელობა მოხდა. საგამოძიებო მოქმედებები გვიან დასრულდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მამაკაცი მოკლეს და მისი თანმხლები პირი დაჭრეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ცნობით, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა.
მოკლულის თანმხლები, სროლის შედეგად დაჭრილი 50 წლამდე ასაკის მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. ცეცხლსასროლი ჭრილობა მას ფეხის არეში აქვს მიყენებული. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაჭრილი დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა.
როგორც მოკლულის ნათესავები მედიასთან საუბარში ამბობენ, მამაკაცი ვაკეში ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მათივე ცნობით, მოკლულს ბიზნესი მოსკოვში ჰქონდა. მოკლულის ახლობლების თქმითვე, არაფერი სმენიათ დაძაბული ბიზნესურთიერთობების და საქმიანობაში რაიმე პრობლემების შესახებ.
მკვლელობა ჭავჭავაძის 9 ნომერთან მოხდა.
შსს-ში ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ბიზნესმენი 58 წლის ლევან. ჯ-ა.
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
0
0