
პრინცი უილიამს, კორონაციის შემდეგ, მეგან მარკლისა და პრინცი ჰარისთვის სამეფო ტიტულების ჩამორთმევა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Beast სამეფო ოჯახის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტაბლოიდის წყარომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მეგან მარკლი თავისი ბრენდის As Ever-ის პოპულარიზაციისთვის იყენებს ტიტულს „მისი სამეფო უდიდებულესობა“, რაც არღვევს დედოფალ ელისაბედ II-თან დადებულ შეთანხმებას. ინსაიდერის ცნობით, პრინცი უილიამი უკმაყოფილოა ძმის ცოლის ქმედებებით.
„შესაძლოა, ჩარლზ III ამას ეგუება, მაგრამ უილიამი - არა. მას ჰარი და მეგანი სძულს და მიიჩნევს, რომ მათ უღალატეს ყოველივეს, რაზეც ოჯახი დგას და ის, რომ ისინი თავიანთ სამეფო სტატუსს სავიზიტო ბარათად იყენებენ, მის აღშფოთებას იწვევს“, - თქვა ინსაიდერმა.
პრინცი უილიამის მეგობრის თქმით, მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი მეფის, ჩარლზ III-ის სიკეთით სარგებლობს.
„ჩარლზ III-მ სრულიად დაკარგა კონტროლი. ცხადია, რომ ჰარი და მეგანი აპირებენ, მისი ცხოვრების ბოლო წლები იმ ტანჯვად აქციონ, რომლისაც მას ეშინოდა. მეგანი, თავისი ტიტულის გამოყენებით, აჩვენებს, თუ რამდენად სუსტი და უსუსურია ის. მან იცის, რომ ის არაფერს გააკეთებს. უილიამი ამას არასდროს მოითმენს. ტიტულები უბრალოდ ჩამოერთმევათ, როდესაც ის მეფე გახდება. „გამოსავალი მოიძებნება“, - თქვა წყარომ.
0
0