
„ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ ქრისტიანულ, რელიგიურ, კულტურულ და ეროვნულ ღირებულებებზე შეტევაა, ეს ზოგადად, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული განწყობების, სტილის, ლექსიკის, იდეების კულტივაციაა.“- ამბობს რადიო "სივრცესთან" ფსიქოთერაპევტი დალი ლაშხიძე სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლიდან სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე.
მისი თქმით, ხელოვნებისა და კულტურის სახელით ცდილობენ შექმნან მიბაძვის ობიექტი ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის ახალგაზრდებისთვის.
„ყველაზე დიდი უბედურება ის არის რომ, ამ ეგრეთწოდებული "სპექტაკლის", და არა მხოლოდ ამ "სპექტაკლის", ზოგადად, ხელოვნებისა და კულტურის სახელით, ცდილობენ შექმნან მიბაძვის ობიექტები ჯერ კიდევ მსხვრევადი და ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მოზარდებისთვის. შესაბამისად, ცნობიერების ამოყირავებისა და მენტალური შერყევის დარტყმის სამიზნე ხდებიან სწორედ ეს მოზარდები. ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ ქრისტიანულ, რელიგიურ, კულტურულ და ეროვნულ ღირებულებებზე შეტევაა, ეს ზოგადად, კაცობრიობის წინააღმედ მიმართული განწყობების, სტილის, ლექსიკის, იდეების კულტივაციაა. ამათ ადამიანები სძულთ.“- განაცხადა დალი ლაშხიძე.
ასევე, როგორც დალი ლაშხიძე ამბობს - "ხელოვნება და მით უფრო თეატრი, ღირებულებების, ესთეტიკის, გემოვნების, აზროვნების ტონის მიცემის, ჩამომყალიბებლის, ერთგვარი აღმზრდელის ფუნქციას ასრულებს. და რას ეუბნებიან ამის შემქმნელები ადამიანებს? ახალგაზრდებს, მოზარდებს? რას ასახავენ? - ეს უბრალოდ ძალადობაა ყველაზე და ყველაფერზე. წაშლილია ყოველგვარი პიროვნული საზღვრები და სიგიჟის- ნორმად წარმოჩენის მცდელობა აქვთ," - გააცხადა ფსიქოთერაპევტმა დალი ლაშხიძემ რადიო "სივრცესთან".
3
0