
„დასანქცირების ეს ნაბიჯი არის არასერიოზული და გამიზნულად მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე“. - განაცხადა ანალიტიკოსმა რევაზ კარანაძე, რადიო "სივრცის" ეთერში.
„დასანქცირების ეს ნაბიჯი არის არასერიოზულია და გამიზნულად მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, რადგან საქართველოს მთავრობამ შეიტანა სარჩელი "ბიბისის" წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მთავრობას ადანაშაულებდა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ქიმიური იარაღის გამოყენებაში. აქედან გამომდინარე, ამას აქვს ერთი მიზეზი, რომ მოხდეს უფრო დიდი ზეგავლენა საქართველოს მოსახლეობაზე და აზრის ფორმირებაზე, გადაწყვიტეს დაასანქცირონ "იმედი" და "პოსტივი" ამ მოცმულებაში. ეს არის წმინდა პოლიტიკური ნაბიჯი“- განაცხადა რევაზ კარანაძემ.
მისი თქმით, თუნდაც იყოს სხვადასხვა შეხედულებები ტელევიზიებში, ამის გამო დასანქცირება ტელეკომპანიების არის ჩვეულებრივი ცენზურა.
"ეს ურტყამს მედიის თავისუფლებას. "ბიბისი" იყო ის ტელეკომპანია, რომელიც იყო პროპაგანტისტი ერაყში ომის დაწყებისა და ამტკიცებდა, რომ სადამ ჰუსეინს ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღი, რაც საბოლოოდ აღმოჩნდა სიცრუე. ბრიტანეთი, სამწუხაროდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით არის ერთ-ერთი მოწინავე. პოსტების და აზრის გამოთქმის გამო აპატიმრებენ და ასანქცირებენ ადამიანებს. ეს არის წმინდა პოლიტიკური შურისძიება და ჩვენდამი კოლონიალისტური მიდგომა. ვასანქცირებ სხვა ქვეყანაში დამოუკიდებელ მედიას- ეს არის ცენზურა. სხვათა შორის, "ბიბისი" იმ ძალებს, რომლებიც დღეს უკრაინის მხარეს იბრძვიან, რამდენიმე წლის წინათ, სანამ ომი დაიწყებოდა, ნეონაცისტურ ჯგუფებად მოიხსენიებდა. ეს არის ორმაგი სტადარტები, რასაც სქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს და რაც ამომრჩეველში კიდევ უფრო გამყარდება."- განაცხადა კარანაძემ.
0
0