13/05/2025
16:51

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან პაციენტი, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოცემა „საპას“ ცნობით, 40 წლის მამაკაცი ცხინვალში, რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის მეოთხე სართულიდან 6 მაისს გადმოვარდა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას დაუდგინდა ტვინში მრავლობითი სისხლჩაქცევა და მენჯის, ბარძაყის, წვივისა და ქუსლის მოტეხილობები.
„მას სპეციალიზებული მრავლობითი ტრავმის განყოფილება სჭირდებოდა“, - თქვა სამხრეთ ოსეთის მთავარმა რეანიმატოლოგმა, ალექსანდრე პლიევმა.
ნათესავების თხოვნით, დაცემიდან მეორე დღეს იგი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, მამაკაცი საავადმყოფოში პრეპარატ „ლირიკას“ დოზის გადაჭარბების გამო მოათავსეს. სამართალდამცავებმა მის სახლში დაახლოებით 1500 კაფსულა უკანონო ნარკოტიკი აღმოაჩინეს.
0
0