
ქვეყანაში წითელას შემთხვევები იზრდება. უკვე დაფიქსირებულია ვირუსული ინფექციის 142 შემთხვევაა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მიმართვიანობა გაზრდილია კლინიკებშიც. ყველაზე მეტად წითელა გავრცელებულია თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში. გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში წითელას შემთხვევა მნიშვნელოვნად გაზრდილია და საჭიროა, რომ მოსახლეობამ ვაქცინაცია დროულად ჩაიტაროს.
"წინა წლებთან შედარებით, მატება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა გამოტოვებული ვაქცინა რისკის შემცველია არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ რისკის შემცველია ოჯახში მყოფი ასაკიანი ადამიანებისთვის და განსაკუთრებით ორსულებისთვის. ენცეფალიტი, გულის დაზიანება, ფილტვების ანთება, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა თავის ტვინის დაზიანების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც წითელას ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს. ეს შეიძლება იყოს 5-10 წელი და სამწუხაროდ, როდესაც ეს გართულება - პანიცეპალიტი განვითარდება, ბავშვის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ შეიძლება ახლა, ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით ჩვენს მოსახლეობას ვურჩიოთ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
0
0