
ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს ხედვაზე, თუ როგორ დააზღვიონ სპეკულაციები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით.
,,სპეკულაციებისთვის სივრცეც არ უნდა დავტოვოთ, თორემ პროცედურულად, იდეალურად არის ყველაფერი“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემა ,,სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან ერთად“
მისი თქმით, როგორც ზოგადად რეკომენდაციებზე, ისე ამ საკითხზეც შედგა საუბარი ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე.
გიორგი კალანდაიშვილმა გაიხსენა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, როდესაც ხმის ფარულობაზე დაიწყო ოპოზიციამ საუბარი და თქვა, რომ ეს თემა აქტუალური მხოლოდ არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ გახდა, არჩევნების დღეს კი არც ოპოზიციის წარმომადგენლებს და არც დამკვირვებლებს საჩივარიც კი არ დაუწერიათ ხმის ფარულობასთან დაკავშირებით.
,,ერთ - ერთმა პოლიტიკოსმა ერთ - ერთ მედიასაშუალებაში აღიარა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ფიქრობდნენ, თუ რაზე დაერტყათ ცესკოსთვის“ - განაცხადა კალანდარიშვილმა და აღნიშნა, რომ ხმის ფარულობა საქართველოში ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით ზუსტად არის დაცული და ამ თემაზე, სპეკულაციები უნდა დასრულდეს.
0
0