
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრები გურიის რეგიონში ლანჩხუთსა და ოზურგეთში გაიმართა და მონაწილეობა 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო.
ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრებზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ საქართველოს არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ამასთან გიორგი შარაბიძემ ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის და ამ პროცესის შესახებ ინფორმირების მნიშვნელობას.
დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და მის შედეგებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომებზე ახალგაზრდებს ცესკოს პრეს-სპიკერი ესაუბრა. ნათია იოსელიანმა დეტალურად განმარტა თუ რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად. საარჩევნო პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში ლანჩხუთის და ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.
ახალგაზრდებთან შეხვედრები 7-8 მაისს გაიმართა.
0
0