
პატიმარ ზვიად ცეცხლაძისთვის ევროკავშირის საელჩოდან გაგზავნილ წერილზე დასმული კითხვის პასუხად პაველ ჰერჩინსკიმ ამბობს, რომ თემის განხილვაში ვერ შევა, წერილები კი დიპლომატიური მისიისთვის სტანდარტული პრაქტიკაა.
მმართველი გუნდი ევროკავშირის საელჩოსგან შეცდომის აღიარებას ელოდება.
თემაზე განცხადება ორი დღის წინ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და დაწერა, რომ ევროკავშირის საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს, აღიარონ არასწორი ქმედება და წერილი უკან გამოიხმონ, სხვა შემთხვევაში, ეს ტერორიზმის წახალისებად ჩაითვლება. პაველ ჰერჩინსკი დღეს ქუთაისში იმყოფებოდა. მას კითხვები ევროპარლამენტის მხრიდან მზია ამაღლობელის დაჯილდოების შესახებაც დაუსვეს.
"ყველა დიპლომატიური მისიისთვის ეს სტანდარტული პრაქტიკაა, ვუპასუხოთ შეკითხვებს, რომელსაც ვიღებთ. მოქალაქეები გვწერენ წერილებს, და ჩვეულებისამებრ ჩვენ ვპასუხობთ. ეს კონკრეტული წერილი ეხებოდა ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩემი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, უპასუხა ამ წერილს, წერილზე პასუხის გაცემით არაა აუცილებელი ვიზიარებდეთ მათ კერძო პოზიციას ვინც ეს წერილი გამოგვიგზავნა,"- აღნიშნა ჰეჩინსკიმ.
0
1