
გარკვეული წრეებისათვის მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია განსხვავებული პოზიციის დაკავება თავის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც არის მიუღებელი მათთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რისი მიმანიშნებელია ე.წ. მეგობარ აქტი და სანქციებით შანტაჟი და როგორია მმარველი გუნდის პასუხი.
„აქ არის ამოსავალი წერტილი ერთი რამ: დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სადაც ყველა უნდა მდგარიყო ერთ მწყობრში და თავისი ეროვნული ინტერესები საერთოდ უკან უნდა წაეღო, აღმოჩნდა პატარა საქართველო და მისი ხელისუფლება, რომელმაც თქვა, რომ მე დავიცავ ჩემ ეროვნულ ინტერესებს. მეორე ფრონტის გახსნა, რომელიც იყო რეალური მოთხოვნა, რეალური წაქეზება, რეალური ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ხელისუფლებამ არ განახორციელა. ამიტომ რა თქმა უნდა ეს დიდი ეგრეთ წოდებული ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელიც დღეს სრული გამარჯვებისთვის იბრძვის რუსეთზე, ის რა თქმა უნდა ფიქრობს, რომ საქართველო ამის გამო უნდა დაისაჯოს და დასჯის საუკეთესო მეთოდი არის ხელისუფლების შეცვლა. ხელისუფლება არჩევნების გზით ვერ შეცვალეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაერივნენ ყველანაირად, ყველა წესი დაარღვიეს, შემდგომ ჰქონდათ ასე ვთქვათ მცდელობა ფერადი რევოლუციისა, მაგრამ მაინც ფიქრობენ, რომ ძალისხმევა, ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რადგან ომი უკრაინაში გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ტრაპის ადმინისტრაციას დიდი მცდელობა ჰქონდა და სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დაემთავრებინა, ესე მარტივად არ სრულდება როგორც ხედავთ.
ამიტომ დღის წესრიგში ეს თემა დღესაც აქტუალურია. ბუნებრივია აქტორები იცვლებიან, სიმძიმის ცენტრები გადაინაცვლებს ხოლმე, მაგრამ შინაარსობრივად ამით საქართველოსათვის არაფერი არ შეცვლილა. ასეთი გარკვეული წრეებისათვის მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია განსხვავებული პოზიციის დაკავება თავის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც არის მიუღებელი მათთვის. ამიტომ ცდილობენ ნებისმიერი გზით მათთვის სასარგებლო მარიონეტული რეჟიმი მოიყვანონ. ეს დამღუპველი იქნება საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის. აქ ლაპარაკი არ არის ქართულ ოცნებაზე, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ რომ გავყოლოდით იმას, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთვის იყო მოთხოვნილი, დღეს საქართველო არ იქნებოდა ეს ქვეყანა რომელიც ეკონომიკურ ზრდაზე და უმუშევრობის შემცირებაზე ისაუბრებდა, იქნებოდა ქვეყანა რომელიც იქნებოდა ამ ომით მთლიანად იქნებოდა იავარქმნილი და ის, რომ რუსის ტანკი არ შემოუშვით საქართველოში, თურმე ამიტომ ვართ პრორუსები“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
0
0