22/05/2023
15:15
სამართალი
ზესტაფონში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შეუამდგომლობა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის თქმით, საქმეში მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული უცხო ქვეყანის მოქალაქეებს პროსტიტუციას ერთი თვის განმავლობაში აიძულებდა.
დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სავარაუდოდ, გაასაჩივრებენ. ადვოკატის თქმით, მათ 10 000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0