
არემოს დაცვითი ორგანიზაცია „ნაკრესი“ ფშავ-ხევსურეთიდან დაზიანებული ხარ-ჯიხვის ფოტო ავრცელებს.
„ძალიან საინტერესო ფაქტს წავაწყდით ფშავ-ხევსურეთის ფოტოხაფანგების მასალის ანალიზისას. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ამ ხარ-ჯიხვს, ფეხზე საკმაოდ დიდი დაზიანება აქვს.
საოცარია, ასეთი დაზიანების მიუხედავად, როგორ მოახერხა ადაპტირება და ველურ ბუნებაში გადარჩენა.
თან, არც თუ ისე ცუდ ფორმაში ხვდება ზამთარს“ – წერს ორგანიზაციის ვებ-გვერდი.
ცნობილია ჯიხვის ორი სახეობა – ყუბანური ანუ დასავლეთკავკასიური ჯიხვი (ლათ. Capra caucasica) გავრცელებულია კავკასიონის მთავარი ქედის დასავლეთ ნაწილში და დაღესტნური ანუ აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (ლათ. Capra caucasica cylindricornis) — ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში (მწვერვალ შხარის აღმოსავლეთით).
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026