15/01/2025
16:20
მსოფლიო
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ კონფლიქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, რადგან მათ ჩვენი ბაზრები სჭირდებათ, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მაიკ უოლცის თქმით, ვაშინგტონი გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ბერკეტს იმგვარად, რომ ეს შეესაბამებოდეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებას.
„სამხრეთ ამერიკასა და ლათინურ ამერიკაში ჩინეთის გავლენასთან დაკავშირებით ჩვენი ადმინისტრაცია ნაბიჯებს გადადგამს. კონგრესში განიხილება საკითხები მომარაგების ჯაჭვებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დამოკიდებულებები არა რიგით ქვეყანასთან, არამედ უდიდეს მეტოქესთან. ჩინეთი აწარმოებს ფარმაცევტული საშუალებების 90 პროცენტს, პასუხისმგებელია კრიტიკული მინერალების ნახევარზე მეტზე. წლების წინ მივიღეთ კანონპროექტი, რომ თავდაცვის დეპარტამენტმა შექმნას სტიბიუმის მარაგი, რადგან მსოფლიოში სამი ქვეყანა: ტაჯიკეთი, რუსეთი და ჩინეთი მოიპოვებს და ამუშავებს სტიბიუმს. რატომ არის მნიშვნელოვანი სტიბიუმი? შეუძლებელია მის გარეშე საბრძოლო მასალის დამზადება. მთავრობის მხრიდან დასავლეთ ნახევარსფეროზე აქცენტი მოიცავს ენერგიის, კრიტიკული მინერალების და საკვების მომარაგების საკითხებს. ამ ყველაფრის ერთად გაერთიანება გამოწვევა იქნება. აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ კონფლიქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, რადგან მათ ჩვენი ბაზრები სჭირდებათ“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.
0
0