09/06/2023
09:19
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე ბრალი წაუყენეს.
76 წლის ტრამპს შვიდი ბრალდება ემუქრება, მათ შორის საიდუმლო ფაილების უნებართვო შენახვა, იტყობინება ამერიკული მედია. ბრალდებები ჯერ არ არის საჯარო.
ტრამპს 7 ბრალდებას, მათ შორის საიდუმლო დოკუმენტების უნებართვო შენახვას, ედავებიან.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მომხდარ ფაქტს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უდანაშაულოა.
ცნობისთვის, გასულ წელს ამერიკელმა სამართალდამცველებმა ფლორიდაში ტრამპის სახლი გაჩხრიკეს და 11 000 დოკუმენტი, მათ რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტი, ამოიღეს.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმის პროკურორებმა ტრამპის აუდიოჩანაწერი მოიპოვეს, რომელშიც ის აღიარებდა, რომ 2021 წლის იანვარში თეთრი სახლის დატოვების შემდეგ საიდუმლო დოკუმენტი შეინახა, აღნიშნული ფაქტი კი აშშ-ის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე 13 ივნისს წარდგება.
იურიდიული ექსპერტები აცხადებენ, რომ ბრალის წაყენების მიუხედავად, ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაში შეზღუდული არ იქნება.
0
0