
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციას უკრაინასთან კონფლიქტზე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ და ასევე მოუწოდა შეერთებულ შტატებს, რომ მხარი დაუჭიროს ევროპული ჯარების განლაგებას, როგორც კიევის უსაფრთხოების გარანტიას.
„პრეზიდენტ ტრამპს ხელსაყრელი მიზეზები აქვს, რომ განაახლოს ურთიერთობა (რუსეთის) პრეზიდენტ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად დიდი ცვლილებები განხორციელდა - შეიცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი, რომლის გამოც ქვეყნები უნდა მოერგონ აშშ-ის მთავრობის მიერ წარმოდგენილ ახალ პრიორიტეტებს, სტრატეგიებსა და ალიანსებს. მე ყოველთვის ვემხრობი სხვა ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიას, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ მეთანხმებიან.
2014 წელს, ჩვენმა წინამორბედებმა სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართეს პრეზიდენტ პუტინთან, მაგრამ გარანტიების და განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, პრეზიდენტმა პუტინმა დაარღვია ეს მშვიდობა [2014-2015 წლების მინსკის შეთანხმებები]. იყო ძლიერი და გქონდეს შემაკავებელი პოტენციალი - ერთადერთი გზაა დარწმუნდე, რომ პატივისცემით მოგექცევიან. ევროპის ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნონ ბრძოლის დასრულების შემდეგ. ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა“, - განაცხადა მაკრონმა.
ტრამპის თქმით, მან პუტინს უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების ჩაყვანის შესახებ შეკითხვა დაუსვა და ,,რუსეთის პრეზიდენტი ამ იდეის წინააღმდეგი არ არის.’’ ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუღებლად მიიჩნია მეზობელ ქვეყანაში ნატოს ჯარების გამოჩენა, თუნდაც „უცხო დროშის ქვეშ, ევროკავშირის ან ეროვნული დროშის ქვეშ“. კრემლმა ასევე შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში ალიანსის ქვეყნების ჯარების შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებით.
0
0
აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
25/02/2025