12/01/2026
23:28

„ზოგადად რომ ვთქვათ, შტატების მიერ გრენლანდიის ხელში ჩაგდება სასარგებლო იქნებოდა მსოფლიო კლიმატის გაჯანსაღებისთვის“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმტრი მედვედევმა პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter).
„პირველ ყოვლისა, შესაძლებელი გახდებოდა ნარკომაფიის ბუდეების განადგურება აპოკალიფსური ბოროტების კერაში – მეგაპოლის ნუუკში. მეორეც, ბრწყინვალე ტრამპს გამოუჩნდებოდა ახალი თანამდებობა – გრენლანდიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (acting president of Greenland), რომელსაც ის შესანიშნავად გაართმევდა თავს. მესამე, უნიკალური სამხედრო ოპერაციის შედეგად, შესაძლებელი იქნებოდა ტყვედ ჩაგვეგდო და სასამართლოსთვის გადაგვეცა ყველა ის ევროპელი ნაძირალა, რომელსაც აშშ-ის განადგურება სურდა და იცავდა გარყვნილებაში ჩაძირულ ინფერნალური უწმინდურების სამყოფელს – ეგრეთ წოდებულ გრენლანდიას. სხვადასხვა ჯურის მცირეწლოვან მაკრონებს, სტარმერებს, მერცებს, სტუბებს და სხვა ამერიკანოფობებს, რომელთაც სურთ დაამცირონ დამფუძნებელი მამების დიდებული ქმნილება.
მაგრამ ტრამპმა უნდა იჩქაროს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში შეიძლება გაიმართოს მოულოდნელი რეფერენდუმი, სადაც 55-ათასიანი გრენლანდიის მოსახლეობამ შესაძლოა, ხმა რუსეთთან შეერთებას მისცეს. და მაშინ- მორჩა!
არავითარი ახალი ვარსკვლავები ამერიკის დროშაზე. რუსეთს კი ფედერაციის ახალი – უკვე 90 -ე სუბიექტი შეემატება“.- წერს მედვედევი.
0
0