
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა გაიყვანოს ამერიკული ჯარები ბალტიისპირეთიდან და დასავლეთ ევროპიდან რუსეთთან მოლაპარაკებების ფონზე. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთ Financial Times-ის მიმომხილველი გიდეონ რაჰმანი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს ნაბიჯი შესაძლოა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ნაწილი გახდეს.
„ევროპელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ტრამპი, სავარაუდოდ, დათანხმდება აშშ-ის ჯარების გაყვანას ბალტიისპირეთიდან და შესაძლოა დასავლეთიდანაც, რაც ევროკავშირს დაუცველს დატოვებს რუსეთის სამხედრო მოქმედებების მიმართ“, - ნათქვამია სტატიაში.
თავის სტატიაში ავტორი აღწერს ევროპელი ოფიციალური პირების რეაქციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის გამოსვლაზე, ასევე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებზე, რომელიც დაგეგმილია სამშაბათისთვის.
ბრიტანელი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ კიევისთვის, არამედ ევროპისთვისაც.
ჟურნალისტის თქმით, აშშ ევროპელებისთვის აღარ ითვლება მოკავშირედ, რომელზეც შეიძლება დაყრდნობა.
0
0