
ამერიკის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირში გამართულ წინასაარჩევნო გამოსვლაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი უწოდა, მაგრამ შეცდომით ის თურქეთის ლიდერად მოიხსენია. ამის შესახებ ინფორმაციას NEXTA Live ავრცელებს.
„არსებობს ადამიანი, ვიქტორ ორბანი, ვინმეს გსმენიათ მის შესახებ? ის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერია მთელს მსოფლიოს. ის თურქეთის ლიდერია“, - თქვა ტრამპმა.
მან ასევე შეცდომით ისიც თქვა, რომ ორბანი ლიდერია ქვეყნის, რომელიც რუსეთის მოსაზღვრეა, მაშინ, როცა არც თურქეთი და არც უნგრეთი არის რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა.
ცნობისთვის, თავად ვიქტორ ორბანი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც ტრამპს 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მხარი დაუჭირა და მოუწოდა „განეგრძო ბრძოლა“ მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენეს.
„დაბრუნდით, ბატონო პრეზიდენტო. გახადეთ ამერიკა კვლავ დიდებული და მოგვიტანეთ მშვიდობა“, - თქვა ორბანმა აშშ-ის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიციის შეხვედრისას, 2023 წლის დასაწყისში.
0
0