
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, შეერთებული შტატები რუსეთის მადლიერია ბალერინა ქსენია კარელინას გათავისუფლებისთვის და ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს.
დონალდ ტრამპი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პატიმართა გაცვლას გამოეხმაურა.
"მადლობელი ვარ ბალერინას [კარელინას] გათავისუფლებისთვის. ფაქტობრივად, ეს ჩვენი ძალიან კარგი მეგობრის თხოვნით გაკეთდა. დენი უაიტმა დამირეკა და მითხრა, რომ ის შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია Ultimate Fighting Championship-ის ერთ-ერთი მებრძოლის მეგობარი თუ ნათესავი იყო. დენი საოცარი ბიჭია. ჩვენ ამ საკითხზე ვილაპარაკეთ (რუსეთის) პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მათ გარიგება დადეს და ახალგაზრდა ბალერინა გაათავისუფლეს. ის ახლა თავისუფალია და ეს შესანიშნავია, ამიტომ ჩვენ ვაფასებთ ამ ნაბიჯს“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ასევე შესაძლებელი იქნება რუსეთთან და უკრაინასთან "ბრძოლების შესაჩერებლად" შეთანხმების გაფორმება.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025