
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი უკრაინის ტერიტორიასთან დაკავშირებით რუსეთის მკაცრი მოთხოვნების გამო ჩაიშალა.
The Financial Times-ის ცნობით, შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება აშშ-ისა და რუსეთის „უმაღლეს დიპლომატებს“ შორის დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.
„ცეცხლის შეწყვეტის პირობების ფარგლებში, მოსკოვი უკრაინისგან მეტი ტერიტორიის დათმობას ითხოვდა.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს გაუგზავნა მემორანდუმი, რომელშიც ჩამოთვლილი იყო მოთხოვნები, რომლებიც მოიცავდა უკრაინაში პუტინის არმიის შეჭრის „ძირითად მიზეზებს“. ესენია ტერიტორიული დათმობები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მკვეთრი შემცირება და გარანტიები, რომ უკრაინა არასდროს შეუერთდება ნატოს,“ - წერს FT-ი.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თეთრ სახლს და კრემლს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
0
0
 
            