15/04/2024
21:15
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში დაწყებულ სისხლის სამართლის პროცესს უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა უწოდა.
„ამ ქვეყანას ხელმძღვანელობს არაკომპეტენტური ადამიანი, რომელიც ძალიან არის ჩართული ამ საქმეში. ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე. ამიტომ ჩემთვის პატივია აქ ყოფნა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გასული წლის 30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო.
დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დენიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.
0
0