
სახელმწიფო მდივანმა სწორად აღნიშნა, რომ „რუსეთი არ აფასებს ადამიანურ სიცოცხლეს“, რაც მსოფლიოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ თითოეულ ადგილას ჩანს, დადეთ შეთანხმება,- ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი ქმედებით ნათლად აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინას პოლონეთში ამერიკული ჯარების განთავსებით, ჯაველინების გაგზავნით და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ბლოკირებით რუსეთის სრულმაშტაბიან ინტერვენციამდე. ბაიდენი მხოლოდ საუბრობდა მაშინ, როდესაც ბიუროკრატებმა უკრაინელ დამცველებს ხელები შეუკრეს, რაც მეტი ძვირფასი სიცოცხლის ფასად დაჯდა.
სახელმწიფო მდივანმა რუბიომ სწორად აღნიშნა, რომ „რუსეთი არ აფასებს ადამიანურ სიცოცხლეს“, რაც მსოფლიოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ თითოეულ ადგილას ჩანს. დადეთ შეთანხმება“,- აღნიშნა უილსონმა.
0
0