
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქვეყნის მასშტაბით, მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის გაფართოების ბრძანება გასცა. Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ფედერალურ სააგენტოებს მოუწოდა, „გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რესურსი და უფლებამოსილება“, რათა განახორციელონ „ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მასობრივი დეპორტაციის პროგრამა“, კონკრეტულ სამიზნეებად კი ტრამპმა ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო და ნიუ-იორკი დაასახელა.
ტრამპის თქმით, მან „მთელ ადმინისტრაციას“ დაავალა, რომ ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად ყველა შესაძლო რესურსი გამოიყენონ. მან ასევე პირობა დადო, რომ ქვეყანაში არ შეუშვებს „მათ, ვინც ძირს უთხრის შეერთებული შტატების შიდა სიმშვიდეს“.
დონალდ ტრამპმა ასევე სხვადასხვა ფედერალურ ოფისს, მათ შორის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციას და იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურს მიმართა: „თქვენ გაქვთ ჩემი ურყევი მხარდაჭერა. ახლა წადით, შეასრულეთ სამუშაო!“
ტრამპმა ასევე საიმგრაციო ორგანოებს დაავალა, ყურადღება გაამახვილონ თავშესაფრის უზრუნველმყოფ ქალაქებზე, რომლებიც ზღუდავენ ფედერალური იმიგრაციის ორგანოებისთვის დახმარებას, რაც, საპროტესტო აქციების დროს, ფედერალურ და შტატის კანონმდებლებს შორის დაძაბულობის წყაროდ იქცა.
0
0