21/01/2025
17:05
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც მექსიკის ყურეს სახელწოდება ეცვლება და ის დღეიდან ამერიკის ყურედ უნდა მოიხსენიონ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„ყურე ამერიკისა და მსოფლიო ვაჭრობის გარიჟრაჟზე მნიშვნელოვანი არტერია იყო. ის არის მსოფლიოში ყველაზე დიდ ყურე, ხოლო შეერთებული შტატების სანაპირო ზოლი ამ შესანიშნავი ადგილი გასწვრივ 1 700 მილზე მეტს შეადგენს და დაახლოებით 160 მილიონი აკრია. მის ბუნებრივ რესურსებსა და ველურ ბუნებას დღეს ამერიკის ეკონომიკაში ცენტრალური ადგილი უკავია“, - აღნიშნულია განკარგულების ტექსტში.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ბუნებრივ რესურსებს განკარგავს, დაევალა 30 დღის განმავლობაში სახელის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა მოაგვაროს. შემდეგ სამინისტრომ გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემაში (GNIS) მონაცემები უნდა განაახლოს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს, რომ მთავრობის ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ყურეს ამერიკულის სახელით იხსენიებენ.
ამავე განკარგულებით ტრამპმა ალასკაზე მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალ მწვერვალს, დენალის სახელი გადაარქვა და მას აშშ-ის 25-ე პრეზიდენტის, უილიამ მაკკინლის სახელი დაარქვა.
0
0