24/01/2025
11:34
მსოფლიო
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი აღმასრულებელი ბრძანება ეხება აშშ-ის ისტორიაში თანმიმდევრულად ჩადენილი სამი მკვლელობის - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის, სენატორ რობერტ ფრენსის კენედისა და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერის მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობის შესახებ დოკუმენტების განსაიდუმლოებას.
აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა და გენერალურმა პროკურორმა 15 დღის ფარგლებში უნდა შეიმუშაონ გეგმა ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზნით, რომლებიც ამჟამად საზოგადოებისთვის ღია არ არის, ხოლო 45 დღის ფარგლებში - რობერტ ფრენსის კენედისა და მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის საქმეებთან დაკავშირებით.
”ამ მკვლელობების შესახებ მასალების გასაჯაროებას ბევრი ადამიანი ათწლეულების განმავლობაში ელოდება. ყველაფერი გაირკვევა”, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის შემდეგ.
0
0