
სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ის განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის გეგმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, მკვლელობის შესახებ დაუშვებლად მიიჩნია.
,,დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ხამენეის მკვლელობა „კარგი იდეა არ იყო“. თუმცა პრეზიდენტმა ამის შესახებ საჯაროდ კომენტარი არ გააკეთა. ეს საუბარი პარასკევს, ირანზე თავდასხმის დაწყების შემდეგ, შედგა,’’ - განაცხადა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით.
Fox News-თან ინტერვიუს დროს ნეთანიაჰუმ პირდაპირ არც დაადასტურა და არც უარყო Reuters-ის ინფორმაცია, რომ ტრამპმა აიათოლას მოკვლის გეგმას ვეტო დაადო.
კანადაში, G7-ის სამიტზე გამგზავრებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელის მხარდაჭერას გააგრძელებს და დასძინა, რომ აშშ-ს „ირანზე თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
0
0