
გაზეთი The Washington Post-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მზადაა ირანს შეთანხმების დასადებად ორკვირიანი ვადა მისცეს, სინამდვილეში ტაქტიკაა, რომელიც მიზნად ისახავს თეირანის შეცდომაში შეყვანას და მისი ყურადღების გაფანტვას.
„ტრამპის განცხადება ირანისთვის ორკვირიანი ვადის მიცემის შესახებ მხოლოდ მცდელობა იყო, ირანელები შეცდომაში შეყვანისა და მოულოდნელი სამხედრო დარტყმის ხელშეწყობის მიზნით. ამავდროულად, ტრამპის სიტყვებში გარკვეული სიმართლეა. ამგვარად, ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ის უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს გეგმა, სანამ თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცეში არ შევლენ“, - აღნიშნა გამოცემის თანამოსაუბრემ.
22 ივნისის ღამეს, შეერთებულმა შტატებმა ნატანზში, ფორდოსა და ისპაჰანში მდებარე სამი ირანული ბირთვული ობიექტი დაბომბა. ვაშინგტონის თქმით, თავდასხმა ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების ან მისი სერიოზული შესუსტების მიზნით იყო განკუთვნილი.
0
0