
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკის ვარდნა წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას უკავშირდება.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ დაწესებული იმპორტის გადასახადები საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკის აყვავებას გამოიწვევს.
„ეს ბაიდენის [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის] საფონდო ბაზარია და არა ტრამპის. მე თანამდებობა მხოლოდ 20 იანვარს დავიკავე. ტარიფები მალე ამოქმედდება და კომპანიები რეკორდული რაოდენობით იწყებენ აშშ-ში გადასვლას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„აშშ აყვავდება, თუმცა ამისთვის ბაიდენის მემკვიდრეობისგან გათავისუფლებაა საჭირო. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ეს [ეკონომიკის ვარდნა] ტარიფებთან არანაირ კავშირში არ არის. უბრალოდ მან [ბაიდენმა] ცუდი მაჩვენებლები დაგვიტოვა. მაგრამ როდესაც ბუმი დაიწყება, ისეთი იქნება, როგორიც არასდროს ყოფილა“, - დასძინა მან.
0
0