24/01/2025
23:55
მსოფლიო
CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის დაცვა მოუხსნა.
CNN-თან საუბრისას წყარომ თქვა, რომ ფაუჩი Covid-19-ის დროს შესრულებული საჯარო როლის გამო საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ მან ახლა კერძო დაცვა დაიქირავა.
მანამდე, ტრამპმა დაცვა თავისი კაბინეტის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მოუხსნა.
2 დღის წინ, დონალდ ტრამპმა საიდუმლო სამსახურის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონსაც მოუხნსა.
ორივეს, მაიკ პომპეოსა და ჯონ ბოლტონს დაცვის სამსახური ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო იცავდა.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წინასწარ შეიწყალა ფაუჩი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალ მარკ მილისი და კონგრესის ის წევრები, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებდნენ.
ბაიდენის განმარტებით, ზემოხსენებული საჯარო მოხელეები დაუღალავად ემსახურებოდნენ აშშ-ს და არ იმსახურებენ იყვნენ "გაუმართლებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნე".
0
0