
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუნდებმა მას შედეგ მიიღეს, რაც 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ტრამპსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ არავინ საუბრობს ამაზე, კულუარებში ტრამპისა და პუტინის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, ირწმუნება CNN-ი.
მოსკოვში ოპტიმიზმით უყურებენ ზელენსკისა და ტრამპს შორის მომხდარ უთანხმოებას, ვინაიდან ფიქრობს, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მეორე პლანზე გადაინაცვლებს, ხოლო მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთსა და აშშ-ის შორის მომგებიანი ეკონომიკური გარიგებების გაფორმება იქნება, რაზეც დახურულ კარს მიღმა საუბრობენ, - იუწყება ტელეარხი.
0
0