18/06/2025
18:40

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს საბოლოო ულტიმატუმს უყენებს.
„შეიძლება ასე ითქვას. შეიძლება ითქვას, რომ ეს საბოლოო ულტიმატუმიცაა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის წინ გამართულ ღონისძიებაზე.
ეს იყო მისი პასუხი კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა მისი პოზიციის ულტიმატუმად აღქმა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის უპირობო დანებების მოთხოვნა ნიშნავს, რომ თეირანმა უნდა დათმოს და შეწყვიტოს წინააღმდეგობა.
„ეს მხოლოდ ორი ძალიან მარტივი სიტყვაა - უპირობო დანებების. ეს ნიშნავს: საკმარისია, ვნებდები, საკმარისია, მეტი არაფერი მოხდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და აღიარა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ ირანის მთელ სამხედრო და ბირთვულ ინფრასტრუქტურას დაარტყამს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირან-ისრაელის კონფლიქტში შეერთებული შტატების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, შეიძლება ეს გააკეთოს, შეიძლება – არა.
„არ ვიცი, შეიძლება, ეს გავაკეთო, შეიძლება – არა. არავინ იცის, რისი გაკეთება მინდა. მაგრამ ერთს ვიტყვი, ირანს ბევრი პრობლემა შეექმნა და მოლაპარაკება უნდა“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადება, რომ ირანი მეტად უნდა ყოფილიყო მზად მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ისრაელი მასზე იერიშს მიიტანდა.
0
0