
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი, გეია.
Fox News-თან ინტერვიუში ტრამპს ჰკითხეს, მართლაც აცნობა თუ არა მას CIA-მ, რომ ხამენეი გეია, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "მათ ასე თქვეს, მაგრამ არ ვიცი, თუ მხოლოდ ისინი ამბობენ ამას. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი ამბობს ამას, რაც [ხამენეის] თავიდანვე ცუდ მდგომარეობაში აყენებს ამ კონკრეტულ ქვეყანაში."
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა პალესტინის მხარდამჭერი ფემინისტები და LGBT თემის წარმომადგენლებიც გააკრიტიკა.
"რაღაცნაირად ჩემთვის მეცინება, როცა ვხედავ ხალხს, რომლებიც ქალების მიმართ პალესტინური რეჟიმის დაცვას ცდილობენ - 'ქალები პალესტინისთვის'. მაგრამ ისინი ქალებს ხოცავენ, თუ მთელ სახეს კონკრეტული ნაჭრით არ იფარავ." - თქვა ტრამპმა.
"როცა ვხედავ 'გეებს პალესტინისთვის,' მაგრამ ისინი გეებს ხოცავენ, მაშინვე კლავენ, შენობებიდან აგდებენ... და ვამბობ, ვინ არიან 'გეები პალესტინისთვის'," დაამატა მან.
მანამდე, 16 მარტს, გამოცემა New York Post წერდა, რომ CIA-ის მიხედვით, თებერვლის ბოლოს მოკლული აიათოლა ალი ხამენეი შიშობდა, რომ თავისი ვაჟის სექსუალური ორიენტაცია მას უზენაესი ლიდერის თანამდებობისთვის შეუფერებელს ხდიდა.
NYP-ის ცნობით, ტრამპს გაეცინა CIA-ის შეფასებაზე, რომ მოჯთაბა ხამენეის დიდი ხნის განმავლობაში სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ბავშვობისდროინდელ რეპეტიტორთან.
0
0