
პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტად რჩება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით მიღწეული ხანგრძლივი შეთანხმებით, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა.
„რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტად რჩება ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით მიღწეული ხანგრძლივი შეთანხმებით“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის ხელშეწყობასა და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას ან არ მიიღოს.
0
0