01/05/2025
19:33

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი თანამდებობიდან მიდის, - ამის შესახებ რამდენიმე ავტორიტეტული ამერიკული მედიასაშუალება იუწყება - წერს BBC-ი.
წყაროების ცნობით, უოლცის მოადგილე, ალექს ვონგი, ასევე ტოვებს თანამდებობას.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ანონიმური წყაროებიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი გახდება. სწორედ ის შეხვდა გასულ თვეში მოსკოვში რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს.
რამდენიმე კვირის წინ, უოლცი მთავარი ფიგურა გახდა სკანდალში, რომელიც Signal Messenger-ზე იემენის ჰუსიტების წინააღმდეგ ამერიკული დარტყმების საიდუმლო გეგმების განხილვას ეხებოდა. სწორედ მან დაამატა ჟურნალ „ატლანტიკის“ მთავარი რედაქტორი ჩატში, სადაც ოპერაცია განიხილებოდა.
უოლცი დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირველი მაღალი თანამდებობის პირი გახდა, რომელმაც თანამდებობა დატოვა.
0
0