ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტაივანი ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და შეერთებულ შტატებთან სათანამშრომლოდ მზადაა.
როგორც ცნობილია, მანამდე, რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ტაივანმა თავდაცვის გარანტიებისთვის აშშ-ს უნდა გადაუხადოს.
როგორც Reuters-ი წერს, ოფიციალური დიპლომატიური კავშირების არარსებობის მიუხედავად, შეერთებული შტატები ტაივანის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდამჭერი და იარაღის მიმწოდებელია და კანონის შესაბამისად, ვაშინგტონი ვალდებულია, რომ კუნძული თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოს.
ტაივანის მთავრობამ თავდაცვის სექტორის მოდერნიზაცია, მათ შორის საკუთარი წყალქვეშა ნავების განვითარება, პრიორიტეტად აქცია და არაერთხელ განაცხადა, რომ კუნძულის უსაფრთხოება მის ხელშია.
ტაიბეიში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კუოიუ ჩიაომ აღნიშნა, რომ ტაივანი და შეერთებული შტატები იზიარებენ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების უნივერსალურ ღირებულებებს და აქვთ ორმხრივად ხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობა.
„ამიტომ, ტაივანი შეერთებულ შტატებში მრავალპარტიული და მთავრობათაშორისი მხარდაჭერით დიდი ხანია, სარგებლობს. მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას შეერთებულ შტატებთან და თანამოაზრე ქვეყნებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობები და ერთობლივად შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში“, - თქვა კუოიუ ჩიაომ, თუმცა ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით პირდაპირი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026