20/01/2025
10:53
მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმა გააკრიტიკა, რომლის თანახმად, ტრამპი, აშშ-ში მისი ინაუგურაციის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, იმიგრაციის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებებს მკვეთრად გაამკაცრებს.
იტალიური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რომის პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ "სირცხვილი" იქნება, თუ ტრამპი ამ გეგმას განახორციელებს.
"მიგრანტების მიმართ, რომლებიც ისედაც დაუცველ და გაღატაკებულ მდგომარეობაში არიან, ამ მეთოდის გამოყენება არაეფექტურია. პრობლემები ამ გზით ვერ მოგვარდება", - თქვა რომის პაპმა.
როგორც Reuters-ი წერს, კათოლიკური ეკლესიის 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში, რომის პაპმა მიგრანტების მიღება მთავარ თემად აქცია და ის ტრამპის ანტიიმიგრანტული რიტორიკის კრიტიკოსი გახდა. აშშ-ის 2016 წლის არჩევნების დროს რომის პაპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ტრამპი "ქრისტიანი არ არის".
ასევე, აშშ-ის ჩიკაგოს შტატის კათოლიკე მთავარეპისკოპოსმა, კარდინალმა ბლაზე კუპიჩმა ტრამპის გეგმა გააკრიტიკა.
„ეს იქნება ყველა ადამიანისა და საზოგადოების თითოეული წევრის ღირსების შეურაცხყოფა“, - ნათქვამია კარდინალის განცხადებაში.
0
0