21/01/2025
17:02
მსოფლიო
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვიდეო ზარით ესაუბრა. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თავიანთი ქვეყნების ხანგრძლივი კავშირების განმტკიცების აუცილებლობას და საერთო ინტერესებს.
სი ძინპინის თქმით, 2025 წლიდან, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააგრძელონ სტრატეგიული კოორდინაციის გაღრმავება, მტკიცედ დაუჭირონ მხარი ერთმანეთს და დაიცვან ორი ქვეყნის ლეგიტიმური ინტერესები. ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა მრავალმხრივ პლატფორმებზე პეკინისა და მოსკოვის მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასა და BRICS-ში.
როგორც პუტინმა განაცხადა, ის ,,მოხარულია, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის დადებითი იმპულსი შენარჩუნებულია.’’
როგორც CNN-ი წერს, დისკუსია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გაიმართა.
0
0