
,,დონალდ ტრამპის მრჩევლები, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მომავალი წარმომადგენელი, ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი კეიტ კელოგი, საჯაროდ ავრცელებენ წინადადებებს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ - უკრაინა ახლო მომავალში რუსეთისთვის ქვეყნის დიდ ნაწილს დათმობს, ხოლო ნატოში ქვეყნის გაწევრიანების საკითხი არ განიხილება,“ - წერს Reuters-ი.
როგორც Reuters-ი წერს, ტრამპის მრჩევლები შეეცდებიან, რომ მოსკოვსა და კიევს მოლაპარაკებები აწარმოებინონ, ასევე შეაჩერონ კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, თუ ის დიალოგს არ დათანხმდება, ხოლო თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განაცხადებს უარს, უკრაინის დახმარებას გააძლიერებენ. ამერიკელი ანალიტიკოსებისა და ყოფილი ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპმა შესაძლოა შენიშნოს, რომ პუტინს არ სურს მოლაპარაკებებში ჩართვა, რადგან შესაძლოა მან მეტი მიიღოს მიწების შემდგომი მითვისებით.
,,პუტინი არ ჩქარობს. რუსეთის ლიდერს არ ეტყობა, რომ უარს იტყვის ზავისა და მოლაპარაკებების პირობებზე, რომლებიც მოიცავს ნატოში უკრაინის გაწევრიანების სწრაფვის დაბლოკვას და რუსეთისთვის ოთხი პროვინციის გადაცემას. პუტინი აცხადებს, რომ ეს ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში დარჩება, მაგრამ მათ სრულად არ გააკონტროლებს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კიევმა უარი განაცხადა. პუტინი, სავარაუდოდ, ხელსაყრელ მომენტს დაელოდება, თუ რა დათმობებს შესთავაზებს მას ტრამპი მოლაპარაკებების მაგიდასთან. საბოლოო ჯამში, სამშვიდობო შეთანხმება დამოკიდებული იქნება დიალოგში ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის პირდაპირ ჩართულობაზე. ჯერჯერობით, არ მგონია, რომ ვინმეს [აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციაში] რაიმე რეალური გეგმა აქვს შემუშავებული ამ კონფლიქტის დასასრულებლად”, - თქვა აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა ანალიტიკოსმა ევგენი რუმერმა.
0
0